“ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია ექნება” – ანა წითლიძე

“ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია ექნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნების“ პირობებში არაფრის გამორიცხვა შეიძლება, რადგან ვიცით როგორია მისი მეთოდები. თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის. თუმცა ეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მაშინ, როდესაც საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი ნათელია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია ექნება და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული კურსი დააზიანოს. მეორე მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფაროს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. იგივე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ერთი თვის განმავლობაში, გვაყურებინებს აი ამ სპექტაკლს საქართველოს პარლამენტში, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია, რომელსაც რეალურად, ამ მოცემულობით, პერსპექტივა არ აქვს,“ – განაცხადა  ანა წითლაძემ.