„მოვითხოვ, უზრუნველყოთ ქუჩაში ფეხით გადაადგილების დროს ჩვენი სოცოცხლის უფლება!“

ელზა ჯმუხაძე: „მოვითხოვ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ ქუჩაში ფეხით გადაადგილების დროს ჩვენი სოცოცხლის უფლება!“ 

მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ავჭალის #20 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, ელზა ჯმუხაძემ,  თავის საარჩევნო უბანში შუქნიშნების თემაზე ბრიფინგი გამართა. ქუჩებში, სადაც ბავშვები არარსებული შუქნიშნების გამო დიდი საფრთხის წინაშე დგანან, ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა, აღნიშნული პრობლემა გააპროტესტა და შესაბამისი სამსახურებისგან დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა.

„მოვითხოვ, ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქის მთელ ტერიტორიაზე, დედაქალაქშიც და მთელ საქართველოშიც სასწრაფოდ შეისწავლონ ჩვენს ქუჩებში ყველა სახიფათო ობიექტი და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ქუჩაში ფეხით გადაადგილების დროს ჩვენი სოცოცხლის უფლება!“ – ამ მოთხოვნა-დევიზით ,,მემარცხენე ალიანსის,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში, ელზა ჯმუხაძემ სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემასთან დაკავშირებით თავისი პირველი პროფესია გაიხსენა და ჟურნალისტური ექპერიმენტის ჩასატარებლად ავჭალის ქუჩებში კამერით გავიდა.

ექსპერიმენტის შედეგები საგანგაშო აღმოჩნდა, რადგან სულ რამდენიმე წუთში გადაღებული კადრებიდანაც ცხადია, რომ საგზაო ნიშნებისა და ე.წ ,,ზებრით,, მონიშნული საფეხმავლო გადასასვლელების მიუხედავად,  ფეხით მოსიარულის დანახვაზე იშვიათად ჩერდებიან ავტომანქანები, დანარჩენ შემთხვევებში კი ქუჩაზე ფეხით გადასვლა სრულიად ჯანმრთელი და სრულწლოვანი ადამიანისთვისაც კი სასიცოცხლო რისკს უკავშირდება.

„მემარცხენე ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით – „ეს პრობლემა მწვავეა როგორც ცენტროლიტის, კონიაკის, წყალსადენის დასახლებების, პატარა გლდანის, გლდანულის, სოფელ გლდანის, ასევე გლდანის ,,ა,, და მე-2 მიკრორაიონების, ასევე – მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე არც ერთი ხელისუფლების პირობებში სერიოზულად არავის უფიქრია“.

ელზა ჯმუხაძის თქმით, ფეხით გადაადგილების პრობლემა ბევრ ადგილზე განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იქ, სადაც ქუჩაზე გადასვლა უხდებათ სკოლაში მიმავალ მცირეწლოვან ბავშვებს ასევე – ინკლუზიურ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებს.

დეპუტატობის კანდიდატს, რომელიც მუდმივად მოძრაობს თავისი საარჩევნო ოლქის მთელ ტერიტორიაზე, ინფორმაცია აქვს მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევის შესახებაც, ამიტომ ის შესაბამისი სამსახურებისგან დაუყოვნებელ რეაგირებას საკმაოდ კრეატიული ფორმით მოითხოვს.

კომენტარის დატოვება