ზაზა მჟავია: პოლიტიკა ბინძური მხოლოდ ბინძური ადამიანების ხელში ხდება!

R

ზაზა მჟავია

იურისტი. ადვოკატი. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთის, სუფსის, ღრმაღელეს, ურეკისა და ნატანების საარჩევნო ოლქებში.

-„ათეული წლების მანძილზე გვაჩვევდნენ, რომ “პოლიტიკა ეს ბინძური საქმეა”, მე არ ვიზიარებ და არც არასდროს ვიზიარებდი ამ აზრს, აზრს რომელსაც განგებ შეაჩვიეს ხალხი, საქმე სუფთა გულით და სუფთა ხელებით თუ კეთდება და მითუმეტეს პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და არა პირად გამორჩენაზე, საქმე რომელიც უფალთან იქნება წილნაყარი და მისგან კურთხეული, ვერანაირად ვერ იქნება ბინძური…

ვიცი უამრავი განათლებული, წესიერი პროფესიონალი სახლში ზის და ეშინია ან ერიდება პოლიტიკაში ჩარევას, არა ბატონებო და ქალბატოებო, პოლიტიკური ნაგავი ქართული პოლტიკიდან ჩვენ უნდა გავიტანოთ და უფლის სახელით დავიწყოთ ამ ქვეყნის შენება. შორიდან ყურება, თუ როგორ გეცლება სისხლისაგან საქართველო, უფლის წინაშეა დანაშაული, ვინაიდან: მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ მართლმადიდებელი!“

კომენტარის დატოვება