“მემარცხენე ალიანსმა” დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

     დღეს, 11 აგვისტოს შედგა “მემარცხენე ალიანსის” ლიდერების კახა ძაგანიას და სოსო შატბერაშვილის შეხვედრა თიანეთის მოსახლეობასთან.

  დაბა თიანეთის პარკში, დიდი ვაჟას ძეგლთან, პარტიის თავჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა წარადგინეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი არჩემაშვილი.

  პარტიის ლიდერებმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პარტიის მიერ გაკეთებული საქმეები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თიანეთის რაიონის პრობლემებს, რომლებიც ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა რაიონების პრობლემებისაგან, მაგრამ მთავარი მაინც გახლავთ უმუშევრობის პრობლემა. რაიონში არ არსებობს არც ერთი მსხვილი და საშუალო საწარმო, სადაც დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. მოქალაქეებმა აღნიშნეს რომ მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს წამოადგენს დამსვენებლებისგან მიღებული შემოსავალი, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული სეზონის დროს. დანარჩენ დროს აქ მაცხოვრებლები სამუშაოდ ან დედაქალაქში ანაც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და მთიანი მოსახლეობის მიგრაციის და დაცლის პირას არის მისული. პარტიის თავჯდომარე კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი არჩემაშვილი არის უაღრესად განათლებული, საკუთარ მხარეზე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. პარლამენტში არჩევის შემთხვევაში ის იქნება ღირსეული კანონმდებელი და მუხლჩაუხრელად იღვაწებს მთის პრობლემების მოსაგვარებლად.

   პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა დაპირება , რომელიც პარტიის მიერ არის წარდგენილი, არის შესრულებადი. თიანეთის მოსახლეო ასთან შეხვედრამ უაღრესად კორექტულ და გულწრფელ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს პარტიის ხელმძღვანელებმა მოქალაქეებს მოუწოდეს რჩევნებში მხარი დაუჭირონ გიორგი არჩემაშვილს და “მემარცხენე ალიანსს”, ამითისინი მხარს დაუჭერენ ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.

კომენტარის დატოვება