ინტერვიუმთავარი

რა ახალ მოთხოვნებს აყენებს ახალი რეგულაციები ონლაინ სესხებთან დაკავშირებით

  ონლაინ და მიკრო საფინანსო სესხების გაცემაზე შზღუდვები დაწესდა. რა ახალ მოთხოვნებს აყენებს ახალი რეგულაციები და რამდენად მისაღებია სამართლებრივი კუთხით? ამ და სხვა კითხვებით geomediatv  უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს დავუკავშირდით.

– რამდენად უკეთესია ახალი რეგულაციები ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ?

– ახალი რეგულაციები არ უნდა გავრცელდეს იმ სესხებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ რეგულაციების ამოქმედებამდე.

 – შეიცვლება თუ არა ახალი რეგულაციებით სესხების გადავადების პირობები ?

– სესხების გადავადებები ხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სესხის გამცემს უფლება არ აქვს იმაზე მეტი მოთხოვნა დააყენოს, ვიდრე ხელშეკრულებაშია ასახული. ამდენად, გადავადების პირობის გამოყენება შესაძლებელია თუ ხელშეკრულებით მხარეები ამაზე შეთანხმებული არიან.

 – რა ახალ მოთხოვნებს აყენებს ახალი რეგულაციები ?

– ზოგადად ახალი რეგულაციები უფრო პოზიტიურს მოიცავს ვიდრე ნეგატიურ პირობებს, რადგან დაგენილია გამსესხებლებისათვის მოგების ზედა ზღვარი და წესით მსესხებლების მიერ გადასახდელი თანხების საერთო ოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც მსესხებლებს უწევდათ მთლიანობაში სესხის ძირ თანხასთან შედარებით 500%–ით და უფრო მეტი ოდენობით თანხის გადახდა, რაც არაგონივრულია და მსესხებელდს პრობლემის მოგვარების ნაცვლად კიდვ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აყენებდა.

– როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა ამ რეგულაციებთან დაკავშირებით ?

– ზოგადად რეგულაციები უნდა იყოს მინიმალისტური და პირველ რიგში უნდა ადგენდეს სამართლიანი მოქმედების პრინციპებს და საფინანსო სფეროში (ბანკები, მიკროსაფინანსო დაწესებულებები, ონლაინ–სესები და სხვა.) ბალანსს მომხმარებლისა და ბიზნეს ინტერესებს შორის. ეს ოქროს შუალედი ყველაზე რთულად გადასწყვეტი საკითხია.

– არის შემთხვევა, როდესაც პირი ვერ იწყებს მუშაობას, რადგან მასზე გამოყენებული ინკასოს გამო, ბანკი არ აძლევს სახელფასო ბარათს. ეს დავალიანება, რომლის გამოც პირს ადევს ინკასო წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახდელ თანხას, რომელზეც შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმება ყოველთვიურად ეტაპობრივი გადახდის თაობაზე, როგორც შეიძლება ეს პრობლემა დარეგულირდეს?

– კონკრეტული შემთხვევები ინდივიდუალურად შეფასასებელი საკითხებია, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის გამოსაკვლევი, პირველ რიგში დოკუმენტების დახმარებით, თუმცა ინკასო გამოიყენება როგორც წესი აღიარებულ ფულად ვალდებულებებზე. მითითებულ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ შემოსავლების სამსახურის წერილობითი გადაწყვეტილების გარეშე ბანკი არაუფლებამოსილია თავისი ინიციატივით მოხსნას ინკასო, თუმცა დასაზუსტებელია ის საკითხი, რომ ინკასო გავრცელდება მხოლოდ ყოველთვიუჯრად გადასახდელი თანხის ოდენობაზე, რაც კავშირში არ არის პირის სამსახურებრივ ურთიერთობასთან და შრომით ანაზღაურებასთან. ეს სხვადასხვა საკითხია დაუშვებელია სამსსახურში მიღებაზე უარი ამ საფუძვლით. ბანკს უფლება არ აქვს უარი უთხრას სახელფასო ბარათზე, ბანკს შეუძლია მხოლოდ იმქომედოს საინკასო დავალების პიროების დაცვით, ეს საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატიული ბრძანებებით.

– რატომ ხდება, რომ კრედიტის გაცემა ხდება არასამართლიანად, შეიძლება კარგი საკედიტო ისტორიის მქონე პირს არ მისცენ კრედიტი და პირიქით კრედიტი მისცენ პირს, რომელიც არ არის გადახდისუნარიანი ?

– სესხის ხელშეკრულება შეთანხმების საფუძველზე იდება, როგორც წესი სესხის გაცემაზე უარს აცხადებს სესხის გამცემი თუ ხედავს რისკებს. ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ მოქმედება აჩენს ბუნებრივ კითხვებს, რომელიც შესაძლებელია დამოუკიდებელი შესავლის საგანი იყოს. სამოქალაქო კოდექსში არის ნორმა, რომლითაც დაზარლებულის, ანუ სესხის გამცემის ბრალეულობის შემთხვევაში დამრღვევს მკაცრად არ მოეთხოვება ვალდებულების შესრულება და მხედველობაში მიიღება დაზარალებულის ბრალეულობა..

 

 

კომენტარის დატოვება