ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია – ენტონი ბლინკენი

კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი ძალიან გამამხნევებელია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკისთან საუბრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს “მტკიცედ აქვს განსაზღვრული განაგრძოს [უკრაინასთან] გვერდიგვერდ სიარული” და აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი “ძალიან, ძალიან გამამხნევებელია.”

“პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერ სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია,” – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ მისგან შეფასებებს ელის.

“ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, – განაცხადა ბლინკენმა.