ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წავიდეს წინ – დავით უსუფაშვილი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგონი გაიგეს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რათა ის საქართველოს ღირსი გახდეს, – ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, აქ საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია, ევროპა მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი. ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ისინი საქართველოს პროგრესს ვერ ხედავენ, სხვები არასწორად მიიღეს, ჩვენ – არა და ასე შემდეგ… კარგი ამბავი ისააა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წავიდეს წინ”,– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.