ბორელისგან უკვე მოვისმინეთ, მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება სტატუსის მინიჭება – თინა ბოკუჩავა

ბორელისგან უკვე მოვისმინეთ, მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება სტატუსის მინიჭება, რაც ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ძალიან უჭირს ევროპას კონსენსუსის მოპოვება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ეს არის საბოლოო გაფრთხილება ბრიუსელიდან „ოცნების“ მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ბორელისგან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება სტატუსის მინიჭება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს რეკომენდაციებს და საბოტაჟირებას ახდენს სტატუსის, ძალიან უჭირს ევროპას იმ კონსენსუსის მოპოვება რომელიც საჭიროა 27 ქვეყანაში დადებითი გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.