საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან – ირაკლი კობახიძე

იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ.

დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი.

პრეზიდენტმა მალევე მიიღო უარი შეთავაზებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სრულიად ღიად აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას, ის ღიად ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გაიცა შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.