კახა კალაძე –  ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება

ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით,  პარტიაში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„ ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.