თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები პატივს უნდა სცემდნენ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონს – კახა კალაძე

უპირველესად, თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები უნდა სცემდნენ პატივს ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონს – როდესაც თანამდებობის პირი არღვევს მას, ეს ძალიან მძიმე, სამწუხარო და გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კონსტიტუციის დაცვა ქვეყნისთვის ვალდებულებაა.

„ყველამ ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, პირველები უნდა ვიყოთ ისინი, ვინც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც კონსტიტუციის დაცვა პირველს ევალება, გამოდის და არღვევს მას. მე ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციისა და კანონების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და ვალდებულებაა“,– განაცხადა კახა კალაძემ.