პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს მას – ანა წითლიძე

პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს,- ამის შესახებ განაცხადა ანა წითლიძემ.

„პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს ყოველ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, აქამდე არაერთი შეხვედრა გვქონია მასთან. ყოველთვის საჯაროდ და არა საჯაროდ, მან იცის ჩემი პოზიცია და იცის პარტიის პოზიციაც მიხეილ სააკაშვილის  შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.