თუ ნატო-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო-ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?! – იაგო ხვიჩია

ნატო სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! თუ ნატო-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო-ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?! – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ირაკლი  კობახიძის განცხადებას აშშ- ის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, რომ “ვერავითარი ბაზა ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი.”

„ნატო თუ იცავს უსაფრთხოებას, ის სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! ნატო-ს ძალის ნახევარზე მეტი, თითქმის 2/3 აშშ-ს არის და თუ ნატო იცავს, ამ ბაზამ რა დააშავა. თუ ბაზით ვიცავთ საბოლოო ჯამში უსაფრთხოებას ნატოსი ეწერება თუ აშშ-ს, რა მნიშვნელობა აქვს?!

არ ვიცი, რამეს გვთავაზობდნენ თუ არა ამ თვალსაზრისით და რამდენად სერიოზული იყო ეს საუბარი. მე გითხარით ჩემი მოსაზრება და ლოგიკური უსწორობა ამ მსჯელობაში – თუ ნატოს ბაზა მოგწონს, კარგია და ფიქრობ, რომ დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო- ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!”,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.