მიმდინარე კვირაში, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს, ინტერპელაციის წესით კი, ლევან დავითაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში, 20 სექტემბერს, „მინისტრის საათის” ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე კვირას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის – შოვის სტიქიას.