ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში ერევანი არ მონაწილეობდა – ნიკოლ ფაშინიანი

, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში ერევანს მონაწილეობა არ მიუღია, -ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მთიანი ყარაბაღის ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გავეცანით ტექსტს. სომხეთის რესპუბლიკა არ მონაწილეობდა მასში.

ამ ტექსტის შემუშავებაში სომხეთის რესპუბლიკა არანაირად არ მონაწილეობდა და დისკუსიის მხარე არ ყოფილა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ყარაბაღში საომარი მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. „უახლესი ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ მთიანი ყარაბაღიდან არის შემდეგი, რომ სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. ვერ ვიტყვი, რომ ნულამდე დასული, მაგრამ მკვეთრად შემცირდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.