ძალიან ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემს გადაწყვეტილებას – სალომე ზურაბიშვილი

როვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნათია თურნავა უნდა გადადგეს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის  თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.