“ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა, მიუხედავად შეუსრულებელი მოთხოვნებისა” – სალომე სამადაშვილი

თუ სალომე ზურაბიშვილი  ევროპაში პირადი ვიზიტით დადის, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებს მას „ქართული ოცნება“, პირადი ვიზიტისთვის?- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, „ზურაბიშვილის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია და იმპიჩმენტის გამოცხადება ამ ვიზიტების გამო, ევროპული დღის წესრიგის მორიგი საბოტაჟია „რუსული ოცნების“ მხრიდან“.

„ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა, მიუხედავად შეუსრულებელი მოთხოვნებისა. ამ პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფად, ზურაბიშვილის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია და იმპიჩმენტის გამოცხადება ამ ვიზიტების გამო, ევროპული დღის წესრიგის მორიგი საბოტაჟია „რუსული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსგან მაქვს მოლოდინი, რომ „რუსული ხელისუფლების“ მიერ გაცემულ შესაბამის დავალებას შეასრულებენ. არანაირად არ მაქვს მოლოდინი, რომ საქმეს მართლაც არსობრივად განიხილავენ ან კონსტიტუციის შესაბამისად გამოიტანენ გადაწყვეტილებას“,– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.