“არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა” – გია ვოლსკი შოვის ტრაგედიაზე

 

არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ  შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  იყო ამინდის პრობლემები და სახელმწიფო ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება.

“ცდილობენ დეზინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო ადამიანი დაზარალდა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ეს არ დასტურდება. ეს ყველამ კარგად იცის და მოიგონეს ახალი თემა, რომ გაფრენა დააგვიანეს. იყო ამინდის პრობლემები და გამონაკლისი არ არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია. არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა. ვერტმფრენების მისვლამდე იქ, რა საკვირველია, მაშველები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა  გია ვოლსკიმ.