პოლიტიკა

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში” – გიორგი ვაშაძე

მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთ შემთხვევაში – თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში – თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომელიც მათ დღეს აქვთ. დაახლოებით ეს არის 400 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ ამ ჭარბ თანხას მოვახმართ პენსიონერებს, ასობით ათას პენსიონერს, რომელსაც დღეს აქვს ვალი ლიბერთი ბანკისგან, კაბალური პირობებით, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი იქნება მიმართული პენსიონერების სესხების დასაფარად, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.