ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან 32 კილომეტრის სიგრძის კედლის აშენებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტეხასის შტატში მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 32 – კილომეტრიანი სასაზღვრო ბარიერის აშენება მიგრაციის ტალღების გაზრდის გამო მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. მხოლოდ მიმდინარე წელს მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთით აშშ-ში 245 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი მოხვდა.