„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს” – გია ვოლსკი

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, მაგრამ სასაცილოა, რომ გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს, რათა მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არსებობს. მათი პარტიის შექმნის დღიდან გარიგება „ნაცმოძრაობასთან“ არის ის, რასაც გახარიას გუნდი მისდევს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.