„გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, სადაც სჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი და საქართველო სთავაზობს მოლაპარაკებების მაგიდას აზერბაიჯანს და სომხეთს” – არჩილ თალაკვაძე

გამოვრიცხავ, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინფორმაცია. რაც შეეხება უშუალოდ მის მონაწილეობას, ეს იყო სამუშაო შეხვედრა, შესაბამისად, სენსაციების და სკანდალის ძებნა აქ უადგილოა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, სადაც სჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი და საქართველო სთავაზობს მოლაპარაკებების მაგიდას აზერბაიჯანს და სომხეთს და ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის დიდი ნდობა ამ პროცესში და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა თავის წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ჩვენი მიზანი და როლი რეგიონში არის სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს.

გამოვრიცხავ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი ჩატარდა და ჩამობრძანდა პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი. რაც შეეხება უშუალოდ მის მონაწილეობას, ამაზე გაკეთდა განმარტებები მთავრობაში, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, შესაბამისად, სენსაციების და სკანდალის ძებნა აქ უადგილოა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.