ჩვენ მივესალმებით ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. როგორც არ უნდა ისაუბრონ, ეს არის ფაქტი. ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან, ბუნებრივია, კეზერაშვილზე და ის თავის სისხლიან, კორუფციით ნაშოვნ ფულს წარუმატებლად, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აბანდებს. შესაბამისად, ეს საუბრები რომ კეზერაშვილი ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა ფარსია. ისინი მისგან დაფინანსებას იღებენ“, – განაცხადა კობახიძემ.