თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს – ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატის ფრიდონ ინჯიას თქმით  პრეზიდენტის იმპიჩმენტს მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს.

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღცია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს,“- განაცხადა ინჯიამ