„ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით” – შალვა პაპუაშვილი

ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ევროკომისიის ანგარიშზე კომენტირებისას მან ასევე აღნიშნა, რომ თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, პოზიტიური ანგარიშია, რა თქმა, უნდა არის რეკომენდაციები გამოთქმული.

„ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგმული.

ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ, რაიმე საკითხი თუ იქნა გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერია, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.