,,ცხადია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტია გახლეჩის პირასაა” – ნიკოლოზ სამხარაძე

ცხადია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტია გახლეჩის პირასაა, – ამის შესახებ  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე.

,,ცხადია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტია გახლეჩის პირასაა. ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია გვეყოლება, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არა იყოს ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთის მანჯურიის აგენტების დაბრალება,” – განაცხადა  სამხარაძემ.