„საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ, სამოქალაქო პირების დასაცავად მოქმედებს” – ემანუელ მაკრონი

ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იორდანიის მეფე აბდულა II-სთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ, სამოქალაქო პირების დასაცავად მოქმედებს, რათა გათვალისწინებული იყოს ებრაელების და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებები. იორდანია არსებითი პარტნიორია ამ გზაზე“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, მაკრონი იორდანიის დედაქალაქ ამანს დღეს ეწვია, მას შემდეგ, რაც სამშაბათს შეხვედრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინელ ლიდერ მაჰმუდ აბასთან. ამის შემდეგ იგი კაიროს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან.