სახმელეთო შეჭრა ზიანს მიაყენებს სამოქალაქო პირებს ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე – ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონმა კაიროში ვიზიტისას განაცხადა, რომ სახმელეთო შეჭრა ზიანს მიაყენებს სამოქალაქო პირებს ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე.

„რაც შეეხება სახმელეთო შეჭრას, თუ ის მთლიანად მიმართული იქნება ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი, რომელიც მას აქვს, მაგრამ თუ ეს იქნება მასიური ოპერაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეცდომა ისრაელისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.