“თუნდაც ქვეყანამ სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს, ის “ქართული ოცნების” არ არის და სტატუსს “ოცნება” სახლში ვერ წაიღებს” – მიხეილ დაუშვილი

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ  დაუშვილის აზრით, მას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სტატუსი არ უნდა მიიღოს, სურს არა ქვეყნის წარმატება, არამედ ამოძრავებს ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი.

დაუშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და ახლა ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს, ეს მონაპოვარი საკუთარ მიღწევად მიიწეროს.

“თუნდაც ქვეყანამ სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს, ის “ქართული ოცნების” არ არის და სტატუსს “ოცნება” სახლში ვერ წაიღებს. სტატუსი ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მონაპოვარია. არ შეიძლება ასე ეგოისტურად უყურებდე, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, სტატუსი არ უნდა მოგვცენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია – როგორ შეიძლება ვინმე სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებოდეს?!” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.