“ელჩმა დაადასტურა ის, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე, სამუშაო პროცესიც კოორდინირებული იყო ევროკომისიასთან” – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის [მაუწყებლობის შესახებ] მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მათთან შეგვეთანხმებინა ამ კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა.

ელჩმა დაადასტურა ის, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე, სამუშაო პროცესიც კოორდინირებული იყო ევროკომისიასთან. ასეთ დროს გვესმის, რომ ოპოზიცია განაწყენებულია, თუმცა ელჩის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დროს, როცა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.