„ყოველდღე მონიშნეთ ვასილ მაღლაფერიძე და მიუწერეთ გააგრძელე საქართველოს ისტორია!“

რამდენიმე ხნის წინ საზოგადოების ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს ღია წერილით მიმართა და გადაცემის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ გაგრძელება მოითხოვა.

წერილს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აწერდნენ ხელს.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%98/

როგორც წერილის ერთ-ერთი ინიციატორი ზვიად ტომარაძე ამბობს, ამ დრომდე მათ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია და საზოგადოებას ახალ ინიციატივას სთავაზობს.

-„მეგობრებო! ჩვენს მიმართვას ბ–ნ ვასილ მაღლაფერიძის სახელზე, რომ 1 არზე არ გაუქმდეს ერთადერთი პატრიოტული გადაცემა “გააგრძელე საქართველოს ისტორია” შედეგი არ მოჰყოლია!
ამიტომ რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ რიგში საზოგადოებას ეკუთვნის, ანუ ჩვენია, როგორც ზაზა ფაჩულიას დავუდექით გვერდით, ანალოგიურად გთავაზობთ ვიბრძოლოთ ამ პროექტისათვის! კერძოდ, ყოველდღე მონიშნეთ პირველი არხის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მიუწერეთ გააგრძელე საქართველოს ისტორია!

 ნიმუში: 
ვასილ მაღლაფერიძე გააგრძელე საქართველოს ისტორია!“

კომენტარის დატოვება