გივი თარგამაძე: მზად ვარ, ადვოკატების გარეშე მივცე ჩვენება…

  გივი თარგამაძეს, მისი კუთვნილი ავტომობილის აფეთქების საქმეზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები სახლში დაკითხავენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ თარგამაძე მომხდარის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა და საგამოძიებო ორგანოში პირადად გამოცხადება ვერ შეძლო:

“მითხრეს, რომ სხვა ჯგუფი მოვა და სახლში ჩავატარებთ ამ საპროცესო მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადვოკატები არჩევნებთან დაკავშირებით რაიონში წავიდნენ, მე მზად ვარ, ადვოკატების გარეშე მივცე ეს ჩვენება“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარის დატოვება