,,ცოცხალი ბიბლიოთეკა“ და წიგნებად ქცეული ადამიანები…

 ახალგარზდული ასოციაცია ,,დრონის’’ ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა“ გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკამ 16:00 დან 18:00 -მდე უმასპინძლა.

ღონისძიებაზე, ცოცხალი წიგნების სახით წარმოდგენილი იყო ცნობილი თუ უცნობი, საინტერესო ადამიანები, მათ შორის მსახიობი, ჟურნალისტი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მწერალი გიორგი კეკელიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, წიგნ-მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე, ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი,  80 წლის ლექსარქისოვი მთელ მსოფლიოში უხუცესი მთასვლელი,  შშმ პირთა უფლებათა დაცვის აქტივისტი მარიამ კობახიძე და ა.შ.

წიგნის უკან დაბრუნების შემდეგ კი შესაძლებელია სხვა წიგნის გამოტანა. ჩვეულებრივ ბიბლიოთეკასა და ცოცხალ ბიბლიოთეკას შორის არსებობს მხოლოდ ერთი განსხვავება: “ცოცხალ ბიბლიოთეკაში” “წიგნები” არიან ადამიანები.

,,დრონი“ პრეზიდენტის გიორგი კიკალიშვილის განცხადებით,  “ცოცხალი ბიბლიოთეკა” არის ინოვაციური პროექტი, გათვლილი ქართველი საზოგადოებისათვის, რომელიც საზოგადოებას შორის არაფორმალურ და ინტერაქციულ დიალოგს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, მკითხველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს 20 წუთის განმავლობაში საკუთარ წარმოდგენებსა და სტერეოტიპებზე ისაუბროს.

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება