ქალების მარში თბილისში – ახალი გლობალური მოძრაობის ნაწილი

დღეს თბილისში ქალების მარში ჩატარდა. მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ რუსთაველის ძეგლთან გაჩერდნენ და ბოლოს მარში პარლამენტთან დაასრულეს. მარშის მონაწილეებს შორის იყვნენ უცხოელი მოქალაქეებიც.

-„ჩვენ ვმარშირებთ ჩვენი უფლებებისთვის, ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისა და ოჯახებისთვის. ქალების მარში თბილისში არის ახალი გლობალური მოძრაობის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალების უფლებების დაცვას და განმტკიცებას, რათა მსოფლიო გახდეს უფრო თანასწორი, ინკლუზიური, თანაგრძნობის გამომხატველი და უსაფრთხო“-განაცხადეს მარშის მონაწილეებმა.

კომენტარის დატოვება