ტრამპის წინააღმდეგ მარშს ლონდონის მერი შეუერთდა

ამერიკელმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ ბილ მახერის შოუში სტუმრობისას განაცხადამ რომ დონალდ ტრამპი „მთავარი მტაცებელია“.

შოუს წამყვანმა მსახიობს შეახსენა, რომ 2005 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ „გაზრდილი პოპულარობის გამო მას შეუძლია ქალებს ინტიმურ ადგილებზეც შეეხოს“.

-„ეს იყო შოკი, ამ სიტყვების გაგონების მერე რამდენიმე კვირა ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს სატვირთომ გადამიარა“-განაცხადა მსახიობმა.  მან აქვე განაცხადა, რომ ბევრს ეშინია ქალების მმართველობის და პირობა დადო, რომ აუცილებლად მოხდება ისეთი ძალის შექმნა, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ყველა.

-„ტრამპი-მთავარი მტაცებელია. მისი პრინციპია-დაყავი და იბატონე“-განაცხადა ფონდამ.

ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლებია საფრანგეთშიც. პროტესტსნტები ამბობენ, რომ ახალი პრეზიდენტი დისკრიმინაციის და რასიზმის მომხრეა.

ლონდონის ცენტრში კი ათასობით ადამიანი გამოვიდა და „ქალების მარშს“ შეუერთდა. მარში პრამპის წინააღმდეგ იყო. დემონსტრანტებმა მსვლელობა აშშ-ს საელჩოსთან დაიწყეს და ტრაფალგარის მოედანზე დაასრულეს.

მარშს შეუერთდა ლონდონის მერი სადიკ ხანი.

საპროტესტო ტალღამ გადაუარა დიდ ბრიტანეთსაც. პრამპის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისლანდიის ქალთა გაერთიანებული ორგანიზაციები. მარშმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

კომენტარის დატოვება