კლიმატი იცვლება-მოემზადე ცვლილებებისთვის და შეცვალე მიდგომები!

ჟურნალისტებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვა“ ტრენინგს ატარებს, რომლის თემაა  “კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა”.

ტრენინგი ტარდება “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში” – მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში.

პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

კლიმატი იცვლება – შეცვალე მიდგომები შენც, რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა!

კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოქმედებს ადამიანის საცხოვრის გარემოსა და უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტრენინგზე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები იმყოფებიან. ტრენინგს ესწრება ჩვენი ჟურნალისტი დარინა დავითაძე, რომელმაც სიუჯეტი ადგილიდან მოგვაწოდა.

დარინა დავითაძე

კომენტარის დატოვება