“მივმართავ კობაიძეს დაიცვას ვეტერანების ღირსება!”

მალხაზ გოქაძე

მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრე კობაიძეს, რომელმაც პორტალ კვირაში ბრიფინგის დროს ჩემი გვარი დაასახელა.

თავდაცვის სამინისტროსთან მაქვს ერთადერთი მოთხოვნა-რატომ ხდება, რომ ყოველთვის რეორგანიზაციის დროს ათავისუფლებენ ვეტერანებს და მე სიაში ყოველთვის პირველი ნომერი ვარ!

კობაიძეს კი ვეტყვი, რომ შეეშვას ჩემი გვარის ცუდად და უსაფუძვლოდ ხსენებას, არავის პირადულ ბინძურ დაპირისპირებებში არ ვიღებ მონაწილეობას, თუ რაიმეს ვამბობ, ვამბობ მხოლოდ საჯაროდ!

მთელი ცხოვრება ქვეყნის თავდაცვას შევწირე თავი და სამინისტროსგან დაუფასებლობის მეტი არაფერი მახსოვს. კობაიძემ უმჯობესია პირველ რიგში თავდაცვაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება და როგორც უფლებადამცველმა ვეტერანების ღირსება დაიცვას!

ალექსანდრე კობაიძის ბრიფინგი იხ. ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94-%e1%83%ac-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%93/

 

კომენტარის დატოვება