ძარცვა პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე სარიტუალო მომსახურების ავტომობილი გაძარცვეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სარიტუალო მომსახურების ავტომობილი გაძარცვეს, მეპატრონის ინფორმაცით მას არ სურს სხვა დამატებითი დეტალების გავრცელება, შესაბამისად უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მას.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი მას ნიკეას ქუჩაზე ერთ -ერთი რესტორნის გვერდით ეყენა, შემთხვევა დღეს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ავტომობილის მეპატრონის შვილი ქუთაისის მერიის ერთ- ერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობს, რის გამოც ოჯახს პოლიციასთან თანამშრომლობა არ სურს, ახალი ამბების საგენტო geomediatv.ge _ე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გიორგი ლ- ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარი მედიის საქმე არ არის და ის თავად მიხედავს თავის საქმეს.

შეგახსნეებთ: შემთხვევა სწორედ იქ მოხდა, სადაც რამდენიმე მეტრში ნიკეას პოლიციის მე – 4 განყოფილება მდებარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისში მცხოვრები მოქალაქებიი საპატრულო პოლიციას როგორც დღის, ასევე ღამის საათებში პატრულირებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება