26 იანვარი უკრაინის გამოცდის დღეა! 26 იანვარი ექსპერიმენტის დღეა!

კიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძის საქმის განხილვა ხუთშაბათს, 26 იანვარს ჩანიშნა. სხდომა 12 საათზე გაიმართება.

ქართველი მეომარი პატიმრობაში რჩება.

-„26 იანვარი უკრაინის გამოცდის დღეა! 26 იანვარი ექსპერიმენტის დღეა! თუ გაუვათ ერთხელ, მერე გააგრძელებენ მომავალშიც! გია პირველია, მერე ვიქნებით ჩვენ.

გია ერთ-ერთი იმ ქართველ მეომართაგანია, რომელიც იბრძოდა უკრაინისთვის ისევე, როგორც საკუთარი სამშობლოთვის. ამიტომ უნდა ვიყოთ ბევრნი, რომ მთავრობამ შეისმინოს ჩვენი“-აცხადებენ უკრაინაში მყოფი ქართველი მეომრები.

სპეციალურ განცხადებას ავრცელებს „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილიც.

„იმ შემთხვევაში თუ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, „ქართული ლეგიონი“ პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს“- წერს მამუკა მამულაშვილი.

კომენტარის დატოვება