სალომე ზურაბიშვილი: კონსტიტუცია არის ქვეყნის ხერხემალი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

რამდენად მოგწონთ კომისიის მუშაობის ფორმატი? კომისიის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა საკუთარი წინადადებები, როგორ მოიწონეთ ის ფორმა, რა ფორმითაც მიმდინარეობს მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ მომწონს ან არ მომწონს ეს ფორმატი, ეს იყო კომისიის პირველი სხდომა, ღირსშესანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობოები, იურისტები და ექსპერტები. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და აუცილებელი შემადგენლობაა, რადგან კონსტიტუციის ახალი ფორმით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ამ ქვეყანას, რა ტიპის კონსტიტუცია გვჭირდება, უნდა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც არ იქნება ყოველ წუთში შესაცვლელი და დაყრდნობილი იქნება მომავლის ხანგრძლივ ხედვაზე.

კარგია, რომ ბევრი ადამიანია ჩართული, მაგრამ სწორედ ამის გამო ხომ არ იქნება კონსესუსის მიღწევა რთული?

თვითმიზანი არ არის, რომ ეს ყველაფერი იყოს ადვილი, მთავარია კონსესუსი იყოს მიღწეული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად არგუმენტირებული იქნება  ყველა საკითხი. პირველი სხდომიდან რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ კონსესუსის განწყობა ნამდვილად არის. მნიშვნელოვანია, რომ იქ არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი იურიდიული და კონსტიტუციური გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ სხვა ქვეყნების კონსტიტუციებთან, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ძალიან დიდი ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მედიის და პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის, ვალდებულებაა , რომ საზოგადოება ჩართოს ამ პროცესებში,  საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ის თემები, რომლებზეც იმუშავებს საკონსტიტუცია კომისია. შეიძლება მომზადდეს სპეციალური ფორმატი, მაგალითად, საჯარო განხილვები….

თქვენი ერთ-ერთი ინიციატივაა – კონსტიტუციაში არ იყოს მითითებული, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, ასევე საუბარია სახელისუფლებო შტოებს შორის  ძალთა ბალანსზე, მაგალითისთვის, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდეს ისევ პირდაპირი წესით, რა პოზიცია ქონდათ თქვენს ამ წინადადებებზე კომისიის წევრებს?

პირველ ჯგუფში, რომელშიც ვმონაწილეობდი,  იხილებოდა ადამიანის უფლებები. ამ ჯგუფში წერილობით წარვადგინე ჩემი მოსაზრებები, რომ აკრძალვა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მოხსნილი იყოს ჩვენ კონსტიტუციიდან, ეს ძალიან მკაცრი აკრძალვა მტკივნეულია და არაა საჭირო, რადგან უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო მიიღეს მოქალაქეობა ამას ძალიან განიცდიან, რომ ჩამორთმეული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ამის გამოსწორება ძალიან მარტივია, უნდა ამოვიღოთ ერთი წინადადება და შემდეგ დავაბრუნოთ კანონმდებლობის წესრიგი, მოქალაქეობის საკითხის მიმართ, რადგან ჩვენ რეალურად ნატურალიზაციის პროცედურები დავკარგეთ, პრეზიდენტის ხელით მინიჭებამ შეცვალა ეს ნატურალიზაცია. თუმცა ესეც არ არის სწორი იურიდიული ფორმა, ამის გამოსწორება საკმაოდ ადვილია და დიდი წინააღმდეგობები არ იყო. იყო კითხვები, რომლებსაც აქვს თავისი პასუხები. ზოგჯერ არსებობს შიშები და ეს ცუდია, როდესაც კონსტიტუციას და სერიოზულ პრობლემებს განვიხილავთ. იყო ერთი ასეთი კითხვა: რა მოხდება, თუ ორმაგი მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ერთ დღეს გახდებიან რაოდენობით უფრო ძლიერები ვიდრე საქართველოში მყოფი მოქალაქეები და ზეგავლენას მოახდენენ თუნდაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ვთქვათ არჩევნებზე?

ამაზე არის ასევე მარტივი პრაქტიკა, გუშინ შევხვდი საბერძნეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც არის პასუხისმგებელი საბერძნეთის დიასპორის საკითხებზე და მათ გააჩნიათ ძალიან დიდი დიასპორა იგივე პრობლემებით. მათ გადაწყვიტეს როგორც სხვა ქვეყნებმა, იტალიამ საფრანგეთმა და ა.შ  ჩვენც შეგვიძლია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა ექნებათ საშუალება, პიდაპირ აირჩიონ თავიანთი რამდენიმე დეპუტატი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ ექნებათ ძლიერი გავლენა შიდა პოლიტიკაზე, მაგრამ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს პოლიტიკაში და თავიანთი ინტერესები იყოს დაცული.

რაც შეეხება სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანს, მიმაჩნია, რომ თუ გვინდა იყოს ეს ფუნქცია ისე როგორც არის, ინსტიტუციურად თუ მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებების, კონსტიტუციის, ქვეყნის მიმართულებებს და ა.შ გარანტორია ეს ინსტიტუცა და არ გვიდნა ვიყოთ სრულაიდ დამოკიდებული იმ თუ ამ უმრავლესობაზე, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ალბათ სწორი ფორმულირებაა, რომელიც დღეს გვაქვს და  რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილებში იყოს გამოსწორებული.

ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული უფლებამოსილებები უნდა მოემატოს პრეზიდენტს? იმ ხარვეზებსაც დავუბრუნდებით, რაც 2010 წელს არის მიღებული კონსტიტუციაში..

2010 წელს მხოლოდ ხარვეზები კი არ იყო ეს იყო ძალების სრული გადანაწილება, რადგან სააკაშვილი ემზადებოდა პრემიერ მინისტრობისთვის, ჩვენ გვაქვს გასავლელი ბევრი ფუნქცია, რომ ყველაფერი იყოს ერთმანეთთან შესატყვისობაში.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უცხოელებზე მიწების გასხვისების საკითხი. ამ შემთხვევაში ბევრი არასწორი აზრია გავრცელებული, პირველი არის ის, რომ ჩვენ ევროპელები თუ უცხოელები გვიშლიან ხელს და არ გვაქვს უფლება, რომ ამ საკითხზე მივიღოთ დაცვითი მექანიზმები და კანონმდებლობა, რაც საქართველოს დღეს უდავოდ სჭირდება.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ლაკონური და ყველაფერი არ უნდა ჩავწეროთ, ფიქრობთ რომ ეს საკითხი უნდა იყოს კონსტიტუციაში?

უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლახანს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არა კონსტიტუციურია. ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც არც მორატორიუმი არის, არც შეზღუდვები და თავისუფალდ იყიდება მიწები უცხოელებზე როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ეკონომიურად არ არიან მზად ამ კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს სწორედ ის მუხლი, რომელიც ხელსუფლებას აძლევს შესაძლებლობას ამ საკითხზე მიიღოს კანონმდებლობა და შეზღუდვები. აღნიშნული  საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, დღეს მიმაჩნია, თუ სხვა არგუმენტები არ მოვისმინე, რომ სრული აკრძალვა არაა საჭირო კონსტიტუციაში, ეს არის არა მოქნილი მიდგომა და კატეგორიული აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, მმართველობა და ქვეყნის მართვა ნიშნავს რომ უნდა იყო მოქნილი. ჩვენ დღეს გვჭირდება უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე შეზღუდვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის კანონმდებლობის საკითხი იმიტომ, რომ შეიძლება ორ წეილწადში შეიცვალოს სიტუაცია და სხვანაირი მიდგომა დაგვჭირდეს,  ვიყოთ თავისუფალი, მაგრამ არ ვიყოთ კონსტიტუციით შეზღუდული და კონსტიტუცია გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ შევზღუდოთ ეს გაყიდვის საკითხი.

ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი  არის ოკუპირებული, რისი გაკეთება შეიძლება? რისი შეცვლა შეიძლება კონსტიტუციაში?

ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, ჩემი აზრით, არ შეიძლება ქვეყნას 25 წლის მერე ჰქონდეს ასეთი გარდამავალი კონსტიტუცია, რადგან ძალიან ბევრ მუხლებში ვწერთ: „სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“…. შეიძლება მიამიტი ვარ, იდიალისტი, მაგრამ უნდა  შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, სადაც გამთლიანება იქნება გათვალისწინებული, მაგალითად, ორი პალატა არა რადგან, დაველოდოთ როცა… მე ვამბობ, რომ ორი პალატა დღეს, მაგრამ გავითვალისწინოთ დეპუტატების ანსამბლეაში კვოტა, რომელიც იქნება აფხაზებისთვის და სამაჩაბლოსთვის, იყოს მათი ადგილები და დღეს ან ხვალ იქნება შევსებული. ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა იმისი, რასაც ვაცხადებთ, გვიყვარს რიტორიკა და განმეორებითი დამაჯერებელი განცხადებები მაგრამ მთავარია ჩვენ ჩვენში გვჯეროდეს , რომ ეს მოხდება და კონსტიტუციას, რომელსაც ვცვლით უდნა იყოს მორგებული მომავალზე.

რას მიიჩნევთ 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიდან ერთ ყველაზე უხეშ შეცდომად?

არ ვიცი, ასე ერთს ვერ დავასახელებ, ეს არ არის მხოლოდ 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, ეს არის ცვლილებები, რომელიც არავისთან იყო შეჯერებული და ერთი მეორესთან არ იყო შესატყვისი, არ იყო შესატყვისი კანონმდებლობის, ჩვენ გავქვს დარღვეული იურიდიული სივრცე. ამიტომ ვეთანხმები იმ ლაკონურ ხედვას, დიდ წილად, კონსტიტუცია არ არის ადგილი სადაც ყველაფერი უნდა ჩავწეროთ, ჩვენი სურვილები, შიშები და ა.შ კონსტიტუცია არის ქვეყნის ხერხემალი, თუ გვინდა ეს ქვეყნა ფეხზე დადგეს და იყოს ძლიერი მას სჭირდება ძლიერი ხერხემალი.

კომენტარის დატოვება