„ოცნებავ”, დაადუმეთ ეს ქვეყნის და თქვენი ავტორიტეტის დამაქცევარი!“

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაბა სიონის განვითარების პროექტის შეფერხებას თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს უკავშირებს.

როგორც ქუცნაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზის დაგება, ელექტროფიცირება და გაზიფიცირება მოესწრო, თუმცა თამაზ მეჭიაურის მერობის პირობებში არაფერი გაკეთებულა.

იხ.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/502484-zaqaria-qucnashvili-thamaz-metciaurs-thianethshi-araferi-gaukethebia-ganvitharebas-stcirdeba-codna-codnas-mondomeba-me-verc-erths-ver-vkhedav.html

ქუცნაშვილის განცხადებას თამაზ მეჭიაური საჯაროდ ეხმიანება.

-დროზე დაამტკიცეთ სახელმწიფო პროკურორი და გაჩვენებთ ამ უტიფარი არსების “გაკეთებულს”!
p.s.უვაზელინოდ რომ უძვრება ყველას, ვისაც იურისტის დიპლომი აქვს, ვაითუ, პროკურორად დაამტკიცონო…
ვიდრე თავისი ცოლის ფირმიდან წყალსადენების მშენებლებზე ძალით შეტენილ მილებს არ გაარჭობენ, არ მოისვენებს!
p.p.s. “ქართულო ოცნებავ”, დაადუმეთ ეს ქვეყნის და თქვენი ავტორიტეტის დამაქცევარი!“-წერს მეჭიაური სოციალურ ქსელში.