რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?! რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი კლიჩკოსთან – კალაძე

რაში მჭირდება მოვიგონო ის, რომ თითქოს ველაპარაკე კიევის მერს კლიჩკოს?! რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია – აცხადებს კახა კალაძე კიევის მერთან კომუნიკაციის საკითხის კომენტირებისას.

კალაძე ინფორმაციას, თითქოს მას არ უსაუბრია ვიტალი კლიჩკოსთან და მოიტყუა, აბსურდს და სიცრუეს უწოდებს.

,,რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ იყო და ოფიციალური წერილი გავუგზავნე whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და მოლდოვას ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის (CALM) პრეზიდენტის, სელმეტის მერის ერთობლივი წერილი. ეს წერილი გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიის საშუალებით და გავუგზავნე მას, რის შემდეგაც მან პირდაპირ გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე, რა ვითარება იყო. ამის შემდეგად მქონდა კომუნიკაცია, ასევე მქონდა კომუნიკაცია ხარკოვის მერთან, მქონდა კომუნიკაცია ასევე ირპენის მერთან. ასე რომ, რა არის ამაში ისეთი, რომ უნდა მოვიტყუო, თითქოს, მე ვესაუბრე კიევის მერს და ეს იყოს განსაკუთრებული ვიღაცისთვის, უბრალოდ გაუგებარია და არ მესმის“ – ამბობს კალაძე