,,გაერო” – ყოველ წუთში 55 უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი

,,ყოველ წუთში 55 უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ,,გაეროს” პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,უკრაინელი ბავშვი ომის დაწყებიდან თითქმის ყოველ წამს ხდება ლტოლვილი”, – წერს UNICEF-ის პრესრელიზში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიურად საშუალოდ 75 000 ბავშვი ხდება ლტოლვილი.