გაქვთ კითხვები? ჩვენთან „მედელიტის“ პროფესიონალი ექიმები გპასუხობენ! – ნანა ბიბილეიშვილი

მკითხველის კითხვებს პასუხობს კლინიკა მედელიტის რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი-ნანა ბიბილეიშვილი

კითხვა–აუტოიმუნური თიროიდიტი ექვემდებარება მკურნალობას? ჰორმონი რომ არ TSH მაღალი მაჩვენებელი 5,51, FT4 0.97 დაბალ ჰემოგლობინს იწვევს?

პასუხი-ქრონიკული აუტოიმუნური თიროიდიტი საჭიროებს მკურნალობას, როდესაც ადგილი გვაქვს კლინიკური ან სუბკლინიკური ჰიპოთიროზი. მისი, როგორც დაავადების სრული აღმოფხვრა შეუძლებელია. სამწუხაროდ ჩვენ , ენდოკრინოლოგებს გვიწევს შედეგებთან ბრძოლა. როგორც წესი, ჰორმონის მიღება საჭიროა მუდმივად. TSH მაღალი მაჩვენებელი 5,51, FT4 0.97-ეს მაჩვენებლები კი ჰემოგლობინის დონეს ვერ შეცვლის, თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად შესაძლოა ხელსაყრელი პირობები შექმნას.

კითხვა-მაინტერესებს, როცა თირეოტროპული ძალიან დაბალია, რაც ფიზიოლოგიურად ითვლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ? საჭიროა მკურნალობა თიროზოლით, თუნდაც FT4 ნორმაში იყოს?

პასუხი– ორსულობის პირველ ტრიმესტრში TSH-ის დონე ხშირად დაბალია, რაც ფიზიოლოგიურად ითვლება და არ საჭიროებს თიროზოლით მკურნალობას. ხოლო ფიზიოლოგიურია თუ არა, ამას დამატებითი კვლევები სჭირდება.

საუნივერსიტეტო კლინიკა

“მედელიტი“

სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა!

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044