ამერიკელი კანონმდებლები ატომური ომის საშიშროებას ხედავენ

The Hill-ის ინფორმაციით, ამერიკის დემოკრატიული პარტია შიშობს, რომ არსებობს ატომური ომის საფრთხე. დემოკრატებმა უკვე შეიტანეს კონგრესში კანონპროექტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტს ომის გამოცხადების გარეშე ეკრძალება ატომური დარტყმის მიყენება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკა ზრდის ატომური ესკალაციის რისკს. გამოცემის თქმით, ასეთი აკრძალვა გამიხილებოდა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, მაგრამ რეალიზებული არ იქნა.

კომენტარის დატოვება