სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერს არმენ გევორქიანს ბრალი მართლმსაჯულების შეფერხებაში წაუყენა, მას  6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების მტკიცებით, 2008 წელს გევორქიანი ზეწოლას ახდენდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სარჩელს იხილავდა.

არჩევნები მაშინ სერჟ სარქისიანმა მოიგო. ოპოზიცია ხელისუფლებას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა.