“დიდი ცვლილებებია ევროპაში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ…”

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი, გენერალი

-დიდი ცვლილებებია ევროპაში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. მმართველი უმრავლესობა ვეღარ შეინარჩუნებს უმრავლესობას. ევროსკეპტიკოსთა რიცხვი მატულობს.

საინტერესო შედეგებია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, საფრანგეთში მარი ლე პენის პარტია ლიდერობს, რის გამოც ლე პენმა მაკრონს დასკვნების გაკეთებისკენ მოუწოდა. ანალოგიური სიტუაციაა საბერძნეთში, სადაც პრემიერის პარტიამ ევროპარლამენტში პოზიციები დასთმო, რის გამოც ალექსის ციპრასმა ნაციონალური პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნა. დიდი ბრიტანეთიდან ახლადშექმნილი პარტია ბრეგზიტი ლიდერობს. ავსტრიაში პირველ ადგილზე მოქმედი კანცლერის, სებასტიან კურცის პარტია გავიდა. გერმანიაში მერკელის პარტია ლიდერობს, თუმცა 24 მანდატით ნაკლებს მიიღებს. იტალიაში, ბელგიაში მემარჯვენეები ლიდერობენ.

როგორც შედეგებით ხედავთ, პუტინთან დაახლოებული ლიდერები, ლე პენი, კურცი და სხვები პოზიციებს იმყარებენ.

საერთოდ, ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად უნდა გაანალიზონ არა მხოლოდ არჩევნების შედეგები, არამედ ევროპაში, ავროპარლამენტში მიმდინარე ცვლილებები და განწყობები.

ჰო, ლიტუანიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს.