“40 წლის ასაკის ხეც აღარ მინდა ეზოშიო!-ერთმა მინისტრმა ბრძანა…

მიხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

40 წლის ასაკის ხეც აღარ მინდა ეზოში!

რამდენიმე წლის წინ ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ 40 წლის ხეც არ მინდა ეზოშიო. იმ პერიოდში ის ახალგაზრდა 25 თუ 28 წლის იყო და მინისტრად დაინიშნა. იმ მინისტრმა მთელი სამინისტროს პირადი შემადგენლობა გაყარა, მათ შორი ბევრი გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანი იყო და როგორც სამინისტრო, ასევე რაიონებში და ქალაქებში მათი დანაყოფები ძირითადად უსაქმური გოგო-ბიჭებით გაავსო.

ისე, ძალზე საინტერესოა, ევროპის ქვეყნებში პრეზიდენტები, პრემიერ-მინიტრები ძირითადად 60-70 წლის ხალხია და აგერ ამერიკაში ბარაკ ობამა 70 წლის ტრამპმა შეცვალა.

ნეტა ახლა რამდენის ბრძანდება ის უხსენებელი ნორჩი მინისტრი?

40 წელს ხომ არ გადაცილდა? მისი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი წელს უკვე 50 წლის ხდება 40 წელს გადაცილებული ეგეც აღარ უნდა?

კომენტარის დატოვება