გუშინდელი სტიქიის შემდეგ 450 შეტყობინება დაფიქსირდა და 500-მდე მაშველი ამ დრომდე მუშაობს

გუშინდელი სტიქიის შემდეგ 450 შეტყობინება დაფიქსირდა და 500-მდე მაშველი ამ დრომდე მუშაობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

”პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები ვეწვიეთ სტიქიის ზონას, ადგილზე რომ შევაფასოთ მდგომარეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ოპერატიულად მოხდეს რეაგირება ყველა პრობლემაზე. რაც შეეხება შს სამინისტროს, გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია არ გვაქვს ადამიანების მსხვერპლი. ჩვენი მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარის დატოვება