უამინდობამ ქუთაისში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ქუთაისის მოსახლეობა აცხადებს, რომ ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს და გზები არ იწმინდება. შესაბამისად მათ პრობლემები ექმნებათ.

გარე უბნებში კი გზის გაწმნენდით სამუშაოებს ითხოვენ, როგორც ქუთაისელთა ერთი ნაწილი აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ ქუთაისის მერიის წინ მიმდინარეობს, ამ დროისთვის გაუწმენდავია საფიიჩხიის პასილოკის, მაისურაძის, ვაკისუბნის, ავტოქარხნის, ავანგარდის და კიდევ რამდენიმე ქუჩები, გადადგილება უჭირთ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ასევე სამარშუტო ტაქსებს. მძღოლები და მგზავრები  ქუთაისის მერიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება